ახალი ამბები
ზუგდიდში მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
„ერთიანი ნაციონალური მოძრობის“ ზუგდიდის ოფისში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წიგნის "ძალის გამოღვიძება" პრეზენტაცია გაიმართა. მას პარტიის ლიდერები, მხარდამჭერები და ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი დაესწრო.  შეკრებილებს წიგნის შესახებ ენმ-ს წევრმა მაია კალანდია ესაუბრა. მისი თქმით, ნაწარმოები „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ცხრაწლიან პერიოდს ეხება და განსაკუთრებული ყურადღება 2008 წლის ომზეა გამახვილებული.

წიგნის პრეზენტაციაზე  სკაიპით მიხეილ სააკაშვილიც ჩაერთო. მან თავის მხარდამჭერებს უთხრა, რომ მათ მალე ნახავს.

წიგნი ,,ძალის გამოღვიძება” უკრაინაში გამოიცა.

Print