რეგიონი
რაულ ხაჯიმბამ ახალი „მინისტრები“ დანიშნა
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ხელი მოაწერა ბრძანებებს მინისტრების დანიშვნის შესახებ. „პირველ ვიცე - პრემიერად დაურ არშბა დაინიშნა , თავდაცვის მინისტრად - მირაბ ქიშმარია, საგარეო საქმეთა მინისტრად - დაურ კოვე, ხოლო შს მინისტრად - გარი არშბა“, - წერს „ნუჟნაია გაზეტა“.

გამოცემის ცნობით, „მინისტრთა კაბინეტის“ აპარატის ხელმძღვანელის თანამდებობას დავიდ სანგულია დაიკავებს.

რაულ ხაჯიმბა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „პრეზიდენტი“, ე.წ. არჩევნების მეორე ტურის შედეგად, მეორედ გახდა.

"უფლებამოვალეობის" შესრულებას ოფიციალურად ის 9 ოქტომბერს შეუდგა.
Print