ახალი ამბები
სამეგრელოში 230-მდე წარჩინებულ მოსწავლეს ლეპტოპები აჩუქეს
ზუგდიდის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის საჯარო სკოლების 227 წარჩინებული მოსწავლე დაჯილდოვდა. მათ ლეპტოპები პროგრამა ,,ჩემი პირველი კომპიუტერის" ფარგლებში გადაეცათ. ღონისძიება ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა.

აღნიშნულ პროექტს, მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან ერთად, ახორციელებს.
Print