ახალი ამბები
ანაკლიის პორტის პროექტის განხილვა დღეს გაიმართება
ანაკლიის პორტის პროექტის განხილვა დღეს საპარლამენტო ფორმატში გაიმართება. შეხვედრაზე დასასწრებად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი მიიწვიეს.

განხილვის ინიციატორები დეპუტატები ლევან კობერიძე, ლევან გოგიჩაიშვილი და კობა ნარჩემაშვილი არიან.
Print