ახალი ამბები
ხობში ავარიის დროს დაშავებული მამაკაცის მანქანიდან გამოყვანას ცდილობენ
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული მამაკაცის მანქანიდან გადმოყვანას მაშველები ცდილობენ.

ამის შესახებ რადიო ათინათს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს. ამავე ცნობით, მამაკაცი კონტაქტურია და სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს. სავარაუდოდ მას კიდურები აქვს დაზიანებული.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების და სამაშველო სამსახურის ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

სოფელ ჭალადიდთან სატვირთო ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა და ამოტრიალდა.
Print