რეგიონი
ჭალადიდში ავარიის დროს დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა
ხობის სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 50 წლამდე მამაკაცი ქუთაისის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაცია რადიო "ათინათს" შს სამინისტროში დაუდასტურეს. მას თავდაპირველად ქვედა კიდურის ამპუტაცია ფოთის ჰოსპიტალში გაუკეთეს, რის შემდეგ ის ქუთაისში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

წუხელ ჭალადიდის ტერიტორიაზე სატვირთო ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა და ამოტრიალდა. მაშველებმა მძღოლი სამ საათიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ გამოიყვანეს.



Print