ახალი ამბები
ჩხორიაში ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
ზუგდიდის სოფელ ჩხორიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. თვითმხილველების თქმით, ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. მათივე ინფორმაციით, ოპელი მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები საავადმყოფოში უკვე გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სამედიცინო ბრიგადები.
Print