რეგიონი
ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდის მდგომარეობა კრიტიკულია
ზუგდიდის სოფელ ჩხორიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი ახალგაზრდიდან ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულია და ის მართვით სუნთქვაზეა. ზუგდიდის საავადმყოფოში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ დანარჩენი ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დაშავებულები, სავარაუდოდ, სკოლის მოსწავლეები არიან.

დაახლოებით, ერთი საათის წინ სოფელ ჩხორიასთან მოძრავი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

ამავე თემაზე:

ჩხორიაში ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

Print