ახალი ამბები
რუხში დაგეგმილი საშემოდგომო ბაზრობა გადაიდო
რუხი მოლში შაბათს, 2 ნოემბერს დაგეგმილი საშემოდგომო ბაზრობა უამინდობის გამო გადაიდო. ღონისძიება შაბათს, 9 ნოემბერს გაიმართება და მასში რეგიონის მუნიციპალიტეტები მიიღებენ მონაწილეობას. საბითუმო ფასად აქ წარმოდგენილი იქნება სოფლის მეურნეობის პროდუქციის სხვადასხვა სახეობა, ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთები და ფლორისტების გამოფენა-გაყიდვა.

საშემოდგომო ბაზრობაში მონაწილეობის მსურველმა მეწარმეებმა რეგისტრაცია რუხი მოლის ადმინისტრაციაში უნდა გაიარონ.

ბაზრობის დღეს მოქალაქეებს უფასო ტრანსპორტი მოემსახურება, რომელიც სავაჭრო ცენტრ ,,ალიანსის“ მიმდებარე ტერიტორიიდან რუხი მოლამდე ყოველ 15 წუთში ივლის.
Print