ახალი ამბები
მეუფე გრიგოლი პეტრე ცაავაზე: ჩავეხუტები და მადლობას გადავუხდი
ჭყონდიდის ეპარქიის ახალი მიტროპოლიტი გრიგოლი სტატუსშეჩერებულ მიტროპოლიტ პეტრე ცაავას ხვდება. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. მანამდე მეუფე გრიგოლმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მეუფე პეტრეს ჩაეხუტება და მადლობას გადაუხდის.

"მშვიდობა, სიყვარული, მეგობრობა, პატიება. ჩავეხუტები მეუფეს და მადლობას გადავუხდი", - განაცხადა მღვდელმთავარმა გრიგოლმა.

ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე სურდა თუ არა ჭყონდიდის ეპარქიის ხელმძღვანელობა, მიტროპოლიტმა განმარტა, რომ ის სოხუმის ეპარქიისთვის ემზადებოდა.

"მთავარი შეკითხვა ის არის, რომ მესამე წელია მეუფე პეტრესთან იყო ასეთი საუბარი, რომ მივიდეს პატრიარქთან და შენდობა სთხოვოს. იყო ერთი გაფრთხილება, მეორე, მესამე, მეოთხე...", - განაცხადა მიტროპოლიტმა გრიგოლმა.

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გუშინ სინოდის სხდომაზე გადააყენეს.

Print