ახალი ამბები
პეტრე ცაავა ჭყონდიდის ეპარქიას ტოვებს
მღვდელმთავრობიდან გადაყენებული პეტრე ცაავა ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქიას დატოვებს და, სავარაუდოდ, თბილისში წავა. ამის შესახებ მან ჟურნალიტებს დღეს უთხრა. მისივე თქმით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მისი მოთხოვნა, ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტერში გამწესების შესახებ, არ დააკმაყოფილა.

„მე ვემორჩილები თუნდაც ამ უსამართლო გადაწყვეტილებას, ე.ი ამ შემთხვევაში გადააბარებ კომისიას ეპარქიას და დავტოვებ ჭყონდიდის ეპარქიას. როგორც მითხრეს ხვალ ჩამოვა ჯგუფი და რამდენიმე დღე დასჭირდება ამ აღწერას, ინვენტარიზაციას.  შიომღვიმეში არ მივდივარ, სავარაუდოდ წავალ თბილისში.  მე როგორც მეუფემ მითხრა პატრიარქმა თქვაო საკუთარი მოსაზრება, რომ ჯობია წამოვიდეს. კი ბატონო ვეთანხმები. თუ ჯობია, კი ბატონი. ამით უბრალოდ მე პასუხიმგებლობა მოვიხსენი, რომ არავის ეთქვა ეპარქიაში, მრევლს არ დარჩენოდა იმის განცდა, რომ მე დავტოვე და წავედი“, - ამბობს პეტრე ცაავამ.

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან სინოდმა  31 ოქტომბერს გადააყენა.

Print