რეგიონი
მეუფე გრიგოლი - ვფიქრობ, რომ მეუფე პეტრე ცდება
ვფიქრობ, რომ მეუფე პეტრე ცდება და გვინდა, რომ ის ჩვენთან ერთად იყოს არა მარტო წირვაზე, არამედ სასუფეველშიც, - ამის შესახებ მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ჭყონდიდისა და მარტვილის მიტროპოლიტმა გრიგოლ კაციამ განაცხადა.

"ყველამ მინდა ვუმკურნალოთ, უპირველეს ყოვლისა ჩემს თავს ვურჩევ. მეუფე პეტრე ჩვენი ძმა, ჩვენი მეგობარია, ჩვენ გვინდა, რომ ერთად ვეზიაროთ და ერთად ვუთხრათ, რომ ქრისტეა ჩვენს შორის. გვინდა ერად ვიყოთ არამარტო წირვაზე, არამედ სასუფეველშიც ერთად გვინდა ვიყოთ. არ ვთვლი, რომ სიმართლეა რაც მეუფე პეტრემ თქვა და ამაშია საქმე. ვთვლი, რომ ეს ავადმყოფობაა და ვფიქრობ, რომ მეუფე პეტრე ცდება", - განაცხადა გრიგოლ კაციამ.

კითხვაზე, დღევანდელ წირვაზე, მასთან ერთად რატომ არ იმყოფებოდა მეუფე პეტრე, მან თქვა, რომ არ იცის.

მისი თქმით, ეპარქიის გადაბარებასთან დაკავშირებით, საპატრიარქოსგან გამოგზავნილი კომისიის თავმჯდომარე თავად იქნება, კომისია კი სავარაუდოდ, 5 წევრისგან შედგება, რომელთა შორის იქნებიან სინოდის წევრები, ეკონომისტები და მამები.

მისივე თქმით, პროცედურები დღეიდან დაიწყება.


წყარო: "ინტერპრესნიუსი"
Print