რეგიონი
კომისიამ ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქიის ინვენტარიზაციის დაიწყო
ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქიაში ინვენტარიზაციის პროცესი დაიწყო და პირველი სამუშაო შეხვედრა ეპარქიის რეზიდენციაში უკვე გამართა. მიტროპოლიტ გრიგოლ კაციას განცხადებით, სამოქმედო გეგმა უკვე შეიმუშავეს და აღწერა მალე დაიწყება. ცხრაკაციან ჯგუფში შედიან, როგორც სასულიერო, ასევე საერო პირები.

,,დავწერეთ გეგმა, ვენდობით ერთმანეთს. ყველაფერი იქნება აღწერილი",- განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მღვდელმთავრობიდან განყენებული პეტრე ცაავას თქმით, აღწერას რამდენიმე დღე დასჭირდება და ამ პროცესს ის ჭყონდიდის ეპარქიაში არ დაელოდება. მისივე თქმით, ის ქვეყანაში რჩება, თუმცა კონკრეტულად სად წავა არ ამბობს.

,, მე დავტოვებ ეპარქიას უახლოეს დღეებში ან საათებში. ძალიან მინდა წავიდე არაოფიციალურად და ამ თემაზე შეკითხვა არ დამისვათ. გადავწყვიტე, საქართველოში ვიქნები "- განაცხადა პეტრე ცაავამ.

კომისიის ერთ-ერთი წევრის ფინანსისტი ნუგზარ სამხარაძის ინფორმაციით, კომისიას სვეტიცხოვლის ტაძრის წინამძღვარი არქიმანდიტი სერაფიმე უხელმძღვანელებს.

"თითოეულ კომისიის წევრს მოგვეცემა შესაბამისი დავალება, თავმჯდომარის მხრიდან და გარკვეული ეტაპის შემდეგ მოვახსენებთ ეპარქის მმართველს და საქმის კურსში იქნება მეუფე პეტრეცეც", - აღნიშნა სამხარაძე.

მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში მეუფე გრიგოლ კაციამ პირველ საკვირაო წირვა დღეს ჩაატარა.

Print