ახალი ამბები
მეუფე პეტრემ ჭყონდიდის ეპარქია დატოვა
ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქიის რეზიდენცია ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ დატოვა. მანამდე, ის რეზიდენციაში მყოფ სასულიერო პირებს და მრევლს დაემშვიდობა. მეუფე პეტრემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ის თბილისში მიდის და სასულიერო ცხოვრებას აგრძელებს, თუმცა არ დაუკონკრეტებია სად. ასევე, მისი თქმით, ის სამართლისთვის ბრძოლას კვლავაც გააგრძელებს.


მასთან ერთად რეზიდენცია დატოვა რამდენიმე მონაზონმა. მათი თქმით, ისინი რჩებიან ეპარქიაში თუმცა რეზიდენციაში არ იცხოვრებენ. ეპარქია დატოვა მარტვილის წმინდა ნინოს ტაძრის წინამძღვარმა იღუმენია თამარ გამყრელიძემ და ინჩხურის ტაძრის წინამძღვარმა ანდრია სარიამ. ისინი ამბობენ, რომ სასულიერო ცხოვრებას განაგრძობენ იქ სადაც იქნება პეტრე ცაავა.


ამავე თემაზე: 

მეუფე პეტრე ჭყონდიდის ეპარქიას დღეს დატოვებს

მეუფე პეტრე: ეპარქიას ხვალ დავტოვებ

კომისიამ ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქიის ინვენტარიზაციის დაიწყო

იღუმენია თამარ გამყრელიძე: პატრიარქის ფოტო დედაოებმა ჩამოხსნეს

მეუფე გრიგოლ კაცია მრევლს: შეგვინდეთ, გვაპატიეთ

მეუფე გრიგოლი - ვფიქრობ, რომ მეუფე პეტრე ცდება

პეტრე ცაავა ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქიას ტოვებს

შიომღვიმეში წასვლას არ ვაპირებ - პეტრე ცაავა

მეუფე პეტრე ჭყონდიდის ეპარქიის მრევლს - შეხვედრამდე სამოთხეში!

პეტრე ცაავა: ვრჩები ეპარქიაში და ველოდები მეუფე გრიგოლის ჩამოსვლას

მეუფე ნიკოლოზი: ჭყონდიდის ეპარქიაში წალკელი ეპისკოპოსი დაინიშნა

მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს

Print