რეგიონი
სალხინოს სკოლა-გიმნაზიას მეუფე გრიგოლი უხელმძღვანელებს
სალხინოს წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის სკოლა-გიმნაზიას ჭყონდიდის ეპარქიის ახლად დანიშნული მმართველი, მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ მეუფემ ჟურნალისტებს გიმნაზიაში მოსწავლეებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ უთხრა. საუბრის შინაარსი მედიისთვის უცნობია, რადგან შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა.

რაც შეეხება მეუფე პეტრეს მიერ მიწის ნაკვეთების შესაძლო მითვისებას, მიტროპოლიტი გრიგოლ კაცია ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და ის მხოლოდ გადაბარების პროცესშია ჩართული. მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი არც კომისიის დღევანდელ სხდომაზე განხილულა.

აქამდე გიმნაზიას მამუკა დანელია ხელმძღვანელობდა, თუმცა მან თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, მეუფე პეტრეს მიტროპოლიტობიდან განყენება გახდა.

Print