ახალი ამბები
მიხეილ ბატიაშვილი ია კერზაიას საქმის სტრასბურგში გაგზავნას მიესალმება
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი,ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის ია კერზაიას საქმის სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნას მიესალმება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს უთხრა. მანამდე მან თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა, თუმცა ბატიაშვილმა განმარტა, ეს გადაწყვეტილება ამ საკითხს არ უკავშირდება.

„სადღაც საბუთების გაგზავნა, პირდაპირ ვერ დაუკავშირდება ამას. თუმცა შემიძლია გითხრათ და მანამდეც არაერთხელ განვაცხადე, რომ მივესალმები ამ საქმის სტრასბურგში გაგზავნას და ამ პროცესს“, - განაცხადა მან.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის ია კერზაიას შვილის, ბაჩანა შენგელიას ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოში დარეგისტრირდა სარჩელი „შენგელია საქართველოს წინააღმდეგ“.

ამავე თემაზე:

ბაჩანა შენგელია: საქართველოს წინააღმდეგ სარჩელი სტრასბურგში დავარეგისტრირეთ

Print