ახალი ამბები
სპეციალურმა კომისიამ ჭყონდიდის ეპარქიის ქონების აღწერა დაასრულა
ჭყონდიდის ეპარქიის გადაბარების მიზნით შექმნილმა კომისიამ მუშაობა დაასრულა. ამის შესახებ ჟურნალისტებს მეუფე გრიგოლ კაციამ უთხრა. მისივე თქმით, გადაბარების დროს დარღვევები არ გამოველნილა.

„ახლა მიდის შეჯამების პროცესი. ძალინ ბევრი ვიდეო და ფოტო მასალაა. ეს ყველაფერი შეინახება და გადამოწმდება. რაც შეეხება გადაბარებას, ჯერ-ჯერობით არაფერი დარღვევა არ გამოვლენილა. ვეცნობი ეპარქიას, დავდივარ სოფლებში. მარტვილის ტაძარში შაბათს იქნება ლოცვა, ხოლო კვირას აღვავლენ წირვას“, - ამბობს მეუფე გრიგოლი.

რაც შეეხება მარტვილის ეპარქიაში მყოფ ბერ-მონაზვნებს, მეუფე პეტრე ამბობს, რომ მათთან დამეგობრებას აპირებს.

„მე ყველას ვუთახრი, რომ არანაირი გადაადგილება არ იქნება და ყველას გქონდეთ თქვენი მორჩილება. ნელ-ნელა დავმეგობრდებით. ზოგმა მითხრა, რომ წირვას არ დაესწრება. მე მესმის მათიც, რა თქმა უნდა, დაძაბული სიტუაცია. დამშვიდდნენ და დაინახონ, რომ ჩვენ ვართ მეგობრები, ძმები ეკლესიაში. ეკლესიის ისტორიაში იყო უფრო უარესი სიტუაციაც. ყველა მონასტერში მინდა მივიდე, დავესწრო წირვას“, - აღნიშნა მეუფემ.

ჭყონდიდის ეპარქიის გადაბარების მიზნით შექმნილი კომისია ოთხ დღეზე მეტია ქონების ინვენტარიზაციაზე მუშაობს. პარალელურად საპატრიარქოს შესაბამისი სამსახური მეუფე პეტრე ცაავას მიერ მიწის ნაკვეთების შესაძლო მიტაცების ფაქტებს სწავლობს.
Print