ახალი ამბები
თაზო ფაცაცია: ეკლესიასთან ომი არავის მოუგია
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია პატრიარქის მხარდამჭერ მსვლელობა - ლიტანიობას შეუერთდა. მისი თქმით, ეს არის საყოველთაო სოლიდარობის გამოხატვა პატრიარქის მიმართ. მან აღნიშნა, რომ კათოლიკოს - პატრიარქი არის ადამიანი, რომელმაც თავისი მოღვაწეობის პერიოდში მოახერხა მრევლის ეკლესიაში დაბრუნება და მართლმადიდებლების და საქართველოში მცხოვრები სხვა კონფესიების კონსოლიდაცია. 

„ეკლესიებში წირვა - ლოცვა გრძელდება და ადამიანები, ვისაც ეს აწუხებს, ცდილობენ და თვლიან, რომ თუ საპატრიარქოში შეიტანენ შუღლს ნიჰილიზმს, ადამიანის გონებაში დათესავენ ყველა მიმართულებით ცუდ დამოკიდებულებას ტაძრისადმი, ისინი გაიმარჯვებენ ამით და კარგ საქმეს გააკეთებენ, მაგრამ, დამიჯერეთ, რომ ეკლესიასთან ომი არავის არ მოუგია“, - განაცხადა თაზო ფაცაციამ. მისი თქმით, მსვლელობას ყველა უნდა შეუერთდეს, რადგან ეს მნიშვნელოვანია ქვეყნისა და ხალხის ერთობისთვის.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში კათალიკოს პატრიარქის მხარდამჭერი მსვლელობა იმართება
Print