რეგიონი
სოფელ ლატალთან მთის ფერდობი დაიწვა
მესტიის სოფელ ლატალში მთის ფერდობზე დაკვამლიანება შეინიშნება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ღია ცეცხლის კერა არსად არ არის და მხოლოდ ფერდობის ქვედა საფარი დაიწვა. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ასევე გამოძახებულია სამაშველო ვერტმფრენი.

სოფელში მერის წარმომადგენლის თენგო ფარჯიანის თქმით, დაკვამლიანება სამი დღის წინ შენიშნეს. ის ვარაუდობს, რომ ცეცხლი მოსახლეობის დაუდევრობის გამო გაჩნდა.

„იმ მხარეს ხალხს საქონელი დაჰყავს, ეტყობა კოცონი დაანთეს. მეხანძრეები სამი დღეა მუშაობენ, ახლაც აქ არიან. როგორც მითხრეს ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არის“, - თქვა ფარჯიანმა.
Print