ახალი ამბები
დეპუტატებმა სამეგრელოდან საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებულ კენჭისყრაში არ მიიღეს მონაწილეობა
პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა. კვორუმი კი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა. 

პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. კენჭისყრაში არ მონაწილბდნენ: ხობის მაჟორიტარი დეპუტატი დაჩი ბერაია, წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ედიშერ თოლორაია, ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატი ირაკლი ხახუბია და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატმა მერაბ ქვარაია.
Print