რეგიონი
ზუგდიდის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვები იწყება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის განხილვები იწყება. საკრებულო განხილვების გრაფიკის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:

8 ნოემბერი - 12:00 საათი - საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისია; იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისია (გაერთიანებული სხდომა);

9 ნოემბერი
- 12:00 საათი - განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ და გენდერულ საკითხთა კომისია;

9 ნოემბერი - 14:00 საათი - ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია;

10 ნოემბერი - 12:00 საათი - ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისია;

20 ნოემბერი - 14:00 საათი - საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“;

20 ნოემბერი - 15:00 საათი - საკრებულოს ფრაქციები: „მრეწველები“, „მწვანეები“ და „კონსერვატორები“ (გაერთიანებული სხდომა);

21 ნოემბერი - 12:00 საათი - საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;

21 ნოემბერი - 14:00 საათი - საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველო“.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი მიხედვით, შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, საკრებულო არაუგვიანეს 25 ნოემბრისა, ბიუჯეტის პროექტს შენიშვნებით მუნიციპალიტეტის მერს უბრუნებს.



Print