ახალი ამბები
თბილისში აქციაზე ენმ-სა და პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერები სამეგრელოდანაც გაემგზავრნენ 
ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერები სამეგრელოდან თბილისში დაგეგმილ ორ სხვადასხვა საპროტესტო აქციას შეუერთდებიან.

ენმ-ს წევრები და მხარდამჭერები თბილისისკენ დილით სამარშუტო ტაქსებითა და მსუბუქი ავტომობილებით დაიძრნენ. პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენლის თემურ ბასილაიას ინფორმაციით, 15 საათზე დაგეგმილ აქციაზე ზუგდიდიდან 600-ზე მეტი მოქალაქე წავიდა, რეგიონის მასშტაბით გამგზავრებული ადამიანების ზუსტი რაოდენობა კი უცნობია.

რაც შეეხება პატრიოტთა ალიანსს, პარტიის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები 30-მდე სამარშუტო ტაქსით დედაქალაქისკენ ცოტა ხნის წინ გაემგზავრნენ.ისინი 5 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ თანამოაზრეებს შეუერთდებიან.
Print