რეგიონი
„ამოაყირავე მაჟორიტარი“ - ზუგდიდში მერაბ ქვარაიას და ედიშერ თოლორაიას პლაკატები თავდაყირა გააკრეს
ზუგდიდში რამდენიმე ადგილას მაჟორიტარი დეპუტატების მერაბ ქვარაიას და ედიშერ თოლორაიას პლაკატები თავდაყირა გააკრეს. სავარაუდოდ მოქალაქეების ნაწილმა პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება ასე გამოხატეს. #ამოაყირავემაჟორიტარი - მსგავსი ჰეშთეგი ფეისბუკზეც გამოჩნდა.



მერაბ ქვარაიას ბიუროსთან არასამთავრობო ორგანიზაციის ნაწილმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და მოქალაქეებმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდება 14 ნოემბერსაც გააპროტესტეს.



პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა. კვორუმი კი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა. პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. კენჭისყრაში, სამეგრელოდან სხვა მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად, მერაბ ქვარაიამ და ედიშერ თოლორაიამ არ მიიღეს მონაწილეობა.



Print