რეგიონი
ზუგდიდში საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმის მხარდამჭერი აქცია გაიმართება
საოკუპაციო ძალების მიერ ახალგორის რაიონში დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია ზუგდიდშიც გაიმართება. ექიმები 12:00 საათზე რეფერალური ჰოსპიტალის ეზოში შეიკრიბებიან და კოლეგის დაკავებას გააპროტესტებენ.

"თეთრი ხალათების აქცია" დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება.

ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ გაიტაცეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. ოსური მედიის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა.
Print