რეგიონი
აფხაზეთის ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში რუსული ავიაცია ჩერთო
სოხუმისა და გაგრის რაიონში გავრცელებული ხანძრის ფართობი მცირდება. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს ინფორმაციას.
17 ნოემბერს, გაგრის რაიონში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში 12 ტონა წყლის ტევადობის რუსული თვითმფრინავი Бе-200, ხოლო უფრი ადრე, სოხუმისა და გუდაუთის რაიონებში 5 ტონა ტევადობის ვერტმფრენი ჩაერთო.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისათვის ლოკალიზებულია 7- დან 11 ათას ჰექტრამდე ტყის ფართობზე მოდებული ხანძრის 15-20%.

აფხაზეთში ტყეებში გაჩენილი ხანძარი ფსხუ - გუმისთის ნაკრძალსაც მისწვდა, დოუს უღელტეხილზე, თუმცა, მაშველებმა მისი ლიკვიდირება შეძლეს.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ცეცხლი მხოლოდ ტყის საფარს უკიდია.
Print