რეგიონი
„ბიძინას მონა“, „ცრუპენტელა“ - მერაბ ქვარაიას პარლამენტთან აქციის მონაწილეები დაუპირისპირდნენ (ვიდეო)
ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას პარლამენტთან გამოჩენას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. აქციის მონაწილეებმა ქვარაიას, რომელმაც სხვა მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად, საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი არ დაუჭირა, „ბიძინას მონა“, "რუსეთის მონა", „ცრუპენტელა“ უწოდეს და საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვეს. დაპირისპირების განეიტრალება პოლიციამ სცადა. დეპუტატს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის დატოვება სამართალდამცავების დახმარებით მოუწია.

თავის მხრივ, მერაბ ქვარაია მომხდარში „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებს და ამბობს, რომ ყოფილ მმართველ პარტიას მდგომარეობიდან გამოსავალი კი არა, ქაოსი და დესტაბილიზაცია აწყობს.

„ხვდებიან, რომ ამისთვის არც ადამიანური რესურსი და არც სიმართლე არ აქვთ, ამიტომ გადადიან აგრესიაზე. პარლამენტის ბლოკირების მცდელობა ამ გეგმის ნაწილია. რაც შეეხება არჩევნებს, მათ გამარჯვების შანსი არც ერთი სისტემის პირობებში არ ჰქონდათ და არც ექნებათ მომავალში“, - აცხადებს ქვარაია.

პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის და მუშაობის უფლებას არ აძლევენ. ისინი პროპორციული სისტემით, ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

ვიდეო


Print