ახალი ამბები
ფოთში 40 წლის მამაკაცი დაჭრეს
ფოთში ახალგაზრდა მამაკაცი თავის არეში დაჭრეს. ბრალდებული 70 წლის პირია. დაშავებული ფოთის ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.

„პაციენტს აღენიშნება ნაკვეთი ჭრილობა მარცხენა თხემის არეში. ამჟამად იმყოფება მიმღებ დიაგნოსტიკურ განყოფილებაში, უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება, მისი მდგომარეობა სტაბილურია“, - განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის ექიმმა ნინო ჭანტურიამ.

ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

უწყების ცნობით, დადგენილი და მხილებულია დანაშაულის ჩამდენი პირი და მისი პასუხისგებაში მიცემის ღონისძიებები მიმდინარეობს.
Print
თეგები: დაჭრა / ფოთი /