ახალი ამბები
ეცერში ტყის ხანძრის ქრობის პროცესში დამატებით 90-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთო
მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ეცერის მახლობლად გაჩენილი ტყის ხანძრის ქრობის პროცესში დილიდან დამატებით 90-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთო. ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველები ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებისა და რთული რელიეფის მიუხედავად, უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. ამავე ცნობით,  ხანძრის დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

ადგილზე  სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები იმყოფებიან.
Print