ახალი ამბები
სალხინოს მიმდებარედ ტყის საფარს უკიდია
მარტვილის სოფელ სალხინოს მიმდებარედ ტყის ქვედა საფარს უკიდია. როგორც რადიო "ათინათს" სოფლის რწმუნებულმა გია ჯიჯელავამ უთხრა, ადგილზე მეხანძრე- მაშველებთან ერთად ადგილობრივებიც არიან გასული. მისივე თქმით, ტყის მასივში ძლიერი დაკვამლიანებაა.

„სალხინოს უბანში, წაჩხურუში მდებარე ტაძრის მიმდებარედ არის ხანძარი. ექვს კაციანი ჯგუფია გასული. ცეცხლი არ ჩანს, მაგრამ ძლიერი კვამლია. ვფიქრობ, რომ არანაირი საფრთხე არ იქნება. ცეცხლი ალბათ, დაახლოებით, 500 მეტრზე გავრცელებული“, - ამბობს გია ჯიჯელავა.

ტყის ქვედა საფარი იწვის მესტიის სოფელ ცხუმარში და ეცერში.
Print