ახალი ამბები
ზუგდიდში ავარიის შედეგად დაშავებული მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია. ის გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში იმყოფება და შესაბამისი სამედიცინო კვლევები უტარდება. ამის შესახებ რადიო "ათინათს" საავადმყოფოში უთხრეს. მედიკოსების ცნობით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე მსუბუქი ავტომობილი ხანდაზმულ მამაკაცს დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ის საავტომობილო გზას კვეთდა.
Print
თეგები: ავარია / ზუგდუდი /