რეგიონი
ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარღით დაჭრეს. მას ერთი ჭრილობა ქუსლის არეში აქვს მიყენებული. დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპოტალშია მოთავსებული. როგორც რადიო „ათინათს“ მედიკოსებმა უთხრეს, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შს სამინისტროში აცხადებენ, რომ დეტალებს არკვევენ და ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.
Print
თეგები: დაჭრა / ზუგდიდი / შსს /