რეგიონი
ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შს სამინისტრომ ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ შსს-ში უთხრეს. სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ, მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მას ერთი ჭრილობა ქუსლის არეში აქვს მიყენებული.
Print