რეგიონი
ზუგდიდში ხვალ უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება
თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი 20 ნოემბერს ზუგდიდში უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ჩაატარებს. ცენტრის ექიმები გამოკვლევებს 14 მიმართულებით ჩატარებენ:

1. შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ევროპის გულის მწვავე პათოლოგიათა ასოციაციის ეროვნული წარმომადგენელი, პროფესორი - ვაჟა აგლაძე;

2. გადაუდებელი თორაკო-აბდომინური ქირურგიის სამსახურის ხემლმღვანელი - ლევან ტყებუჩავა;

3. მთავარი უროლოგი - მერაბ ბზიკაძე;

4. წამყვანი რადიოლოგი (ექოკარდიოგრაფია, სისხლძარღვების დოპლეროგრაფია, ფარისებლი ჯირკვლის , საშრდე სისტემის, მუცლის ღრუს ორგანოების და სამეანო-გინეკოლოგიური ექოსკოპია) ლია კუხიანიძე;

5. ენდოვასკულარული ქირურგის, მინსკის უმაღლესი კატეგორიის ექიმი ალიაქსანდრ დვარაკოუსკი (ბელორუსია);

6. ნერვოლოგიის სამსახურის უფროსი - კახაბერ შვანგირაძე;

7. ოთალმოლოგი - ოთარ დეკანოიძე;

8. ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორი, ნეიროქირურგი - ჰერვიკ კოსტრონი (ავსტრია);

9. ნეიროქირურგი ბადრი წიქარიშვილი;

10. მთვარი ტრამვატოლოგ-ორთოპედი ბადრი დარსაველიძე;

11. წამყვანი ენდოკრინოლოგი - ნინო ლობჟანიძე;

12. ტრანსპლანტაციის მიმართულების ხელმძღვანელი, ჰეპატო და ბარიატრული ქირურგი - ალექსანდრე ცირეკიძე;

13. წამყვნი გინეკოლოგი - ხათუნა გოგიძე (ჩაატარებს კოლპოსკოპიურ კვლევებს);

14. დიაბეტური ტერფისა და კიდური შემანარჩუნებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელი - გიორგი დევიძე;

გამოკვლევები C ჰეპატიტის სკრინინგ ცენტრის შენობაში ჩატარდება. პაციენტების მიღება 10:00 საათზე დაიწყება. აღნიშნული ინიციატივა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას ეკუთვნის.




Print