ახალი ამბები
პატრიკ პოპელი: ჩვენი მიზანია აფხაზეთის შესახებ ობიექტური ინფორმაციის გავრცელება
ავსტრიის მოქალაქე პატრიკ პოპელმა 2019 წლის 11 ოქტომბერს აფხაზურ - ავსტრიული საზოგადოება დაარეგისტრირა, წერს „აფსადგილ ინფო“. გამოცემის ცნობით, ნოემბერში ის სოხუმში ჩავიდა და რიგი შეხვედრები გამართა, მათ შორის, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრებთან. შეხვედრაზე „ტურისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის და საერთაშორისო ტურიზმის განვითარების პერსპექტივები განიხილეს“.

პოპელმა აღნიშნა, რომ მას სურს მსოფლიო საზოგადოებრიობამდე აფხაზეთის ისტორიის, კულტურის და განათლების შესახებ ობიექტური ინფორმაცია მიიტანოს.

აფხაზურ - ავსტრიული საზოგადეობის დამფუძნებელი, „კურორტების და ტურიზმის სახელმწიფო კომიტეტის და კულტურის სამინისტროს“ წარმომადგენლებსაც შეხვდა და მათთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.

Print