ახალი ამბები
სოხუმის ცენტრში კაფეში მსხდომი ადამიანები დაცხრილეს
სროლის ხმა ისმოდა სოხუმში. მედია კლუბის «Аҧсны.иахьа» ინფორმაციით, დაუდგენელმა ნიღბიანმა პირებმა რესტორან „სან რემოს“ მიმართულებით, სადაც ქუჩის კაფეში ადამიანები ისხდნენ, ცეცხლი გახსნეს. რადიო "ათინათის" წყაროს ცნობით მოკლულია ორი და დაჭრილია  3 ადამიანი. შემთხვევა დღეს, დაახლოებით 14: 40 სთ-ზე მოხდა. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები. მომხდარის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ფოტო: მედია - კლუბი «Аҧсны.иахьа»
Print