რეგიონი
ენგურის ხიდი ჩაიკეტა
საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით, ენგურის ხიდზე მიმოსვლა აიკრძალა. რადიო „ათინათის“ წყაროს ცნობით, ერთადერთი გამშვები პუნქტი ორმხრივად ჩაიკეტა. ამის სავარაუდო მიზეზი სოხუმში მომხდარი სროლაა, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, ორი ადამიანი ემსხვერპლა და  რამდენიმე დაიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, ორმხრივი სროლა კრიმინალურ გარჩევას მოჰყვა.

დე ფაქტო რესპუბლიკის შს სამინისტრო მომხდარზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს. რაულ ხაჯიმბამ „უსაფრთხოების საბჭოს“ საგანგებო სხდომა მოიწვია.


Print