რეგიონი
„ასტიკი“ და „ხასიკი“ - სოხუმში მოკლული ახალგაზრდა მამაკაცები ე.წ. „კანონიერი ქუდები“ იყვნენ
სოხუმში სროლის დროს დაჭრილი ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა, ის ქალაქის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ქალაქის ცენტრში მომხდარი ორმხრივი სროლის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა მოქალაქე - ასტამურ შამბა. კიდევ ორი, მამაკაცი და რესტორნის თანამშრომელი ახალგაზრდა ქალი, მძიმედ დაიჭრა, წერს „ეხო კავკაზა“.

არსებული ინფორმაციით, ერთ- ერთი მათგანი – ალხას ავიძბა, ოპერაციის დროს გარდაიცვალა, 22 - წლის დომინიკა აკირტავას სიცოცხლის გადასარცენად მედიკოსები ამ დრომედ იბრძვიან, მას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.

ამავე ცნობით, სროლის დროს დაშავდა კიდევ სამი ადამიანი, ერთ-ერთი მათგანი რუსტამ შამბაა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევა 22 ნოემბერს, სოხუმში, რესტორან „სან რემოსთან“, მოხდა.


ასტამურ შამბა (ასტიკი)

სამრთალდამცავებმა ოპერატიული - საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარების შედეგად, აღმოაჩინეს ავტომობილი, რომლიდანაც დაუდგენელმა პირებმა გუშინ ცეცხლი გახსნეს. ცეცლწაკიდებული მანქანა ბოროტმოქმედებმა ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დატოვეს.

გუშინვე, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ „უსაფრთხოების საბჭოს“ საგანგებო სხდომა მოიწვია და ძალოვან უწყებებს მოსთხოვა, უმოკლეს ვადებში დაადგინონ დამნაშავეთა ვინაობა და „რესპუბლკის საზღვერებს“ გარეთ გასვლის საშუალოება არ მისცენ.

გამოცემის არაოფიციალური წყაროების ცნობით, ნიღბიანები შვიდი ავტომატიდან ისროდნენ, კაფეში მსხდომებმა მათ საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს.

საინფორმაციო რესურსის „პრაიმ კრაიმის“ ცნობით, სოხუმში რესტორან “სან რემოსთან” ორი ე.წ. “კანონიერი ქურდი” 38 წლის ასტამურ შამბა (ასტიკი) და ამავე ასაკის ალხას ავიძბა (ხასიკი) მოკლეს. ამავე ცნობით, დანაშაულის სავარაუდო მოტივად განიხილება გარდაცვლილების საქმიანობა. „ასტიკი“ და „ხასიკი“, გამოცემის ვერსიით, იყვნენ აფხაზური ე.წ. „ქურდული სამყაროს“ ყველაზე გავლენიანი წევრის 53 წლის პიზის (რაულ ბარცბას) ნათლულები და უახლოესი გარემოცვის წევრები.

Print