ახალი ამბები
სოხუმში ორი ადამიანის მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
სოხუმის ცენტრში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, წერს "აფხაზია ინფორმი". საგამოძიებო მასალების თანახმად, სოხუმში, "ლეონის პროსპექტზე 22 ნოემბერს, 14 საათსა და 43 წუთზე, რესტორან "სან - რემოს" შესასვლელთან, გამოძიების მიერ დაუდგენელმა, ნიღბიანმა და შეიარაღებულმა პირებმა, 1981 წელს დაბადებული ასტამურ შამბა და ამავე წელს დაბადებული ალხას ავიძბა მოკლეს.

ამავე ინფორმაციით, ორმხრივი სროლის შედეგად, თავში მძიმედ დაიჭრა რესტორნის თანამშრომელი, 1998 წელს დაბადებული დომინიკა აკირტავა, ქალაქის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით შეიყვანეს 1977 წელს დაბადებული რუსტამ შამბა, ხოლო მეორე კლინიკურ საავადმყოფოში, ხელში დაჭრილი, 1997 წელს დაბადებული შამილ ავიძბა.

მედიკოსების ცნობით, ახალგაზრდა ქალი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, მისი მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენი დაშავებულების სიცოცხლეს კი საფრთხე არ ემუქრება.

ამავე თემაზე:

„ასტიკი“ და „ხასიკი“ - სოხუმში მოკლული ახალგაზრდა მამაკაცები ე.წ. „კანონიერი ქუდები“ იყვნენ

კრიმინალური გარჩევა სოხუმში - ორი გარდაცვლილი და ერთი დაჭრილი
Print