რეგიონი
ფოთის მერიაში გოჩა კურდღელიას ცემის ფაქტს უარყოფენ 
ფოთის მერიის პრესამსახურში  კატეგორიულად უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას  იმის შესახებ, რომ გოჩა კურდღელიას მერიის თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"მერი სამსახურში იმყოფება და აგრძელებს მუშაობას, ეს არის ჭორი. დილით ჩვეულებრივ ჩაატარა თათბირი 2020 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით", - განუცხადეს რადიო "ათინათს" მერიის პრესსამსახურში.

ამავდროულად, მერიის ფეისბუქზე ვრცელდება თათბირის ამსახველი ფოტოები.

ცნობისთვის, ფოთის მკვიდრმა შორენა მირცხულავამ დღეს სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა. ის წერს, რომ გუშინ მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა ფოთის მერს, გოჩა კურდღელიას სცემეს.

"გუშინ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, მერიის შენობაში სასტიკად სცემეს მერიის თანამშრომლებმა! მანამდე, პარასკევს ფოთის მერმა, თავისი მდივნის თანდასწრებით, ერთ-ერთ თანამშრომელს ხელი გაარტყა", – წერს მირცხულავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყებაში ცემის საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია არ შესულა.
Print