ახალი ამბები
ზუგდიდში იონა მეუნარგიას დაბადებიდან 167-ე წლისთავი აღნიშნეს
საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტისა და კრიტიკოსის იონა მეუნარგიას დაბადებიდან 167 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეუნარგიას ძეგლი ყვავილებით შეამკეს.
დღესვე, იონა მეუნარგიას მშობლიურ სოფელ ცაიშში კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები გაიმართება.

იონა მეუნარგია 1852 წლის 26 ნოემბერს ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში, დეკანოზ მიხეილ მეუნარგიასა და სუსანა გაწერელიას ოჯახში დაიბადა.
Print