ახალი ამბები
ზუგდიდში მანქანის აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
ზუგდიდის სოფელ ჭითაწყარში ავტომანქანა სავალი ნაწილიდან გადავიდა და საცხოვრებელი სახლის ჭიშკარს შეეჯახა, რის შედეგადაც აალდა. არსებული ინფორმაციით, მძღოლი სავარაუდოდ, მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა და საჭე ვერ დაიმორჩილა.

შემთხვევის შედეგად დაიღუპა 41 წლამდე მამაკაცი. ცხედარი ქუთაისში ექსპერტიზაზე უკვე გადაასვენეს.

შს სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის 6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
Print