ახალი ამბები
ენგურის ხიდზე შეზღუდვები მოიხსნა
ენგურის ხიდზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა. ამ ინფორმაციას ადასტურებს სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია. მანამდე ადმინისტრაციულ საზღვარზე აფხაზეთიდან სამეგრელოს მიმართულებით მხოლოდ ქალებს და ბავშვებს ატარებდნენ. ახალგაზრდა მამაკაცებს კი ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევდნენ.

ენგურის ხიდზე გადაადგილების შეზღუდვა, სავარაუდოდ, სოხუმში 22 ნოემბერს მომხდარ მკვლელობას უკავშირდება.

ცნობისთვის, სოხუმის ცენტრში ატეხილი ორმხრივი სროლის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი დაიჭრა, მათ შორის ახალგაზრდა ქალი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.


Print