ახალი ამბები
გალის მცხოვრები: საზღვარი ყველასთვის გახსნილია (ვიდეო)

ენგურის ხიდზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა. ადმინისტრაციული საზღცრის კვეთისას შეფერხებები არ შექმნია გალიდან მომავალ მამაკაცს.


"საზღვარი ყველასთვის გახსნილია, არანაირი თანხა არ არის გადასახდელი“, - უთხრა რადიო "ათინათს" ერთ - ერთმა მოქალაქემ, რომელიც ზუგდიდისკენ მოემართებოდა.

 


აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, 22 ნოებრიდან ადმინისტრაციულ საზღვარზე შეზღუდვები დაწესდა, აფხაზეთიდან სამეგრელოს მიმართულებით მხოლოდ ქალებს და ბავშვებს ატარებდნენ. მამაკაცებს კი ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევდნენ. აღნიშნული ზომები, სავარაუდოდ, სოხუმში 22 ნოემბერს მომხდარ მკვლელობას უკავშირდებოდა.


ცნობისთვის, სოხუმის ცენტრში ატეხილი ორმხრივი სროლის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი დაიჭრა, მათ შორის ახალგაზრდა ქალი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

ამავე თემაზე:


ენგურის ხიდზე შეზღუდვები მოიხსნა

 

Print