ახალი ამბები
ზუგდიდში წვიმიანი ამინდი კიდევ რამდენიმე დღე შენარჩუნდება
დასავლეთ საქართველოში და კერძოდ ზუგდიდში, მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში არამდგრადი ამინდები შენარჩუნდება. მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის კლებაც. როგორც რადიო „ათინათს“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში უთხრეს მაღალმთიან რაიონებში მოთოვს.

„30 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში და მათ შორის ზუგდიდში დღის განმვლობაში იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა 12-14 გრადუსი იქნება. ღამით უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 1 დეკემბერს, დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია ინტენსიური წვიმა, მაღალმთიან რაიონებში მოთოვს. ეს პროცესი გაგრძელდება 2 დეკემბრამდე, ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს და 9-10 გრადუსი იქნება. 3 დეკემბერს გამოიდარებს, თუმცა ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა -1- მდე დაიკლოს, რაც შეეხება ზუგდიდის აქ 0 გრადუსი იქნება. 4-5 დეკემბერს მცირე ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 8-7 გრადუსი იქნება“, - ამბობენ „ათინათს“გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

სინოპტიკოსები 6-7 დეკემბერს უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.


Print