ახალი ამბები
სოხუმში შუახნის მამაკაცი გაიტაცეს
ოკუპირებულ აფხაზეთში 1976 წელს დაბადებული არმენ გრიოგორიანი გაიტაცეს. ინფორმაციას სოხუმის ე.წ პროკურატურა ავრცელებს. ამავე ცნობით, გრიგორიანი 24 ნოემბერს ე.წ. ლეჩკოპის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 29 ნოემბერს დაიწყო.

Print