ახალი ამბები
ზუგდიდში ახალგაზრდული მედიაფესტივალი ჩატარდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში “სარკმელი 2019” ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ქალაქების საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, სტუდენტებმა და ზოგადად, ჟურნალისტიკით დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა.



კონკურსის ფარგლებში მოეწყო ახალგაზრდების მიერ მომზადებული ბეჭვდითი და ხელნაწერი გაზეთების, ჟურნალების, კედლის გაზეთების, კომიქსების, ფოტოამბების, ვიდეოამბების, ელექტრონული მედიის (ბლოგი, ვებგვერდი, ინტერნეტტელევიზია) გამოფენა-პრეზენტაცია. გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები, რომლებსაც დიპლომები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.



შეხვედრის ბოლოს გაიმართა ელარჯიფართი.



ახალგაზრდილი მედიაფესტივალი 2017 წელს დაფუძნდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის ნორჩ ჟურნალისტთა კლუბის “სარკმელის” მიერ.

Print