ახალი ამბები
რა კავშირი აქვს კახა "გალსკის" სოხუმში მომხდარ მკვლელობასთან - რუსული გამოცემის ვერსია
აფხაზი სამართალდამცავების მცდელობას ცხელ კვალზე დააკავონ ქილერები, რომლებაც სოხუმში ცენტრში ცეცხლი გახსნეს, შედეგი არ გამოუღია, ამის შესახებ რუსული გამოცემა „ვერსია ინფო“ წერს. თუმცა, ამავე მასალაში საუბარია ორი ე.წ. „ქურდის“ მკვლელობის სავრაუდო მიზეზებზე.

„დაღუპულების „მაღალ სტატუსზე“ მეტყველებს ისიც, რომ რაულ ხაჯიმბამ პირადად გამოაცხადა “დაკავების” გეგმა და სამართალდამცავებს მკვლელების დაუყოვნებლივ დაკავება მოსთხოვა“, - წერს გამოცემა.

მათი ვერსიით, 2018 წელს ასტამურ შამბა („ასტიკი“) და ალხას ავიძბა  („ხასიკი“), რომლებიც ქურდული სამყაროს გავლენიანი წარმომადგნლები მფარველობდნენ , გადაწყვიტეს, გალის რაიონში გაევრცელებინათ თავიანთი გავლენა. ამავე წელს, მათ „ქურდულ“ ძალაუფლებაზე და რეგიონულ „ობშჩიაკზე“ კონტროლის პრეტენზია გამოთქვეს. ამ საკითხის გადაჭრისას, გადამწყვეტ არგუმენტი აღმოჩნდა რუსეთში მცხოვრები კახა "გალსკის" სიტყვა, რომელსაც გამოცემის ვერსიით, „შაქრო მოლოდოიმ“ დაპატიმრებამდე გადააბარა ე.წ. „ობშჩიაკის“ შენახვა.

კახა "გალსკის", (ნამდვილი სახელი - კახაბერ ფარფალია, რომელსაც აფხაზური ფესვები აქვს, რუსეთში ფულის მაფიოზური ნაკადებს უმეტესობას აკონტროლებს) უკვე დიდი ხანია რუსეთის შსს სამინისტროს და უსფართხოების სამსახურის განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

გავრცელებული ინფორმაციით, ის რუსეთიდან აფხაზეთში გაქცვას გეგმავდა. სავარაუდოდ, ამ იძულებითი გადასვლისთვის ემზადებოდა ის, როდესაც სცადა თავისი ხალხი გაეგზავნა აფხაზეთში, სადაც მათ კრიმინალური სამყაროს მნიშვნელოვანი პოზიციები უნდა დაეკავებინათ. 

ამდენად, შესაძლოა, სწორედ მისი დიდი ამბიცია გახდა „ასტიკის და „ხასტიკის“ სიკვდილის მიზეზი, რომელსაც , სავარაუდოდ, ბევრი მტერი ყავდა.

Print