ახალი ამბები
წალენჯიხელი სპორტსმენი მსოფლიო ჩემპიონი გახდა
20 წლის სპორტსმენმა ლუკა შონიამ საერთაშორისო კიკბოქსინგის ორგანიზაციის  WAKO-ს ეგიდით გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. შეჯიბრი თურქეთში გაიმართა. მსოფლიო პირველობაზე შონიამ 67 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა და 4 შეხვედრის მოგებით ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

ანგოლელი, რუსი და უკრაინელი მეტოქეების დამარცხების შემდეგ, ქართველმა კიკბოქსიორმა ფინალში ყაზახ ნურსულთან ხასანოვს სძლია და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს. ამავე ცნობით, ლუკა შონია წარმოშობით ფახულანიდან არის და ის ამჟამად თბილისში ცხოვრობს.


Print