ახალი ამბები
ლახამულა-მესტიის გზაზე შეზღუდვები მოიხსნა
ლახამულა-მესტიის გზის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის ჯაჭვებით გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნა. ინფორმაციას  საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ამავე ცნობით,  დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ186-კმ198 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.


Print
თეგები: გზა / თოვლი / მესტია /