რეგიონი
„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მისულებს სსრკ-ს დროინდელი მელოდია ჩაურთეს
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და მოქალაქეები „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წინ იმყოფებიან და აქციას მართავნენ. ისინი ყოფილი მმართველი პარტიის წევრებს, რომლებიც შენობის შიგნით იმყოფებიან, უცენზურო სიტყვებით მიმართავენ. ამასთან, შემდეგ სიტყვებს სკანდირებენ: „მკვლელებო“, „მიშას მონებო“ და სხვ.

თავის მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა და წევრებმა აქციის მონაწილეებს ბიძინა ივანიშვილის პლაკატები დაახვედრეს წარწერით: „ბიძინა ხ...ი“. ამასთან, ენმ-ის ოფსთან შეკრებილებს სსრკ-ის პერიოდის დილის გამამხნევებელი ვარჯიშის მელოდია ხმამაღლა ჩაურთეს.
Print